2 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იანეთელების პროტესტი კახა კალაძეს

ჩამოტვირთვა

„ქართული ოცნების“ აქტივისტები ორი დღის განმავლობაში აანონსებდნენ, რომ კახი კალაძე სოფელ იანეთში დაგეგმილ მოყვარულთა საფეხბურთო ტურნირს უნდა დასწრებოდა. თუმცა სოფელში მისვლა „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ვერ გაბედა. იანეთელები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ კახი კალაძის მიმართ და აცხადებდნენ, რომ კალაძეს სოფელში მისასვლელი პირი არ ჰქონდა. იანეთელების თქმით, ყოფილმა ფეხბურთელმა, თავის დროზე, სამტრედიაში სპორტის ამ სახეობის განვითარებისათვის არაფერი გააკთა. ადგილობრივებმა კალაძის მიმართ პროტესტის ნიშნად, ნაციონალური მოძრაობის მაისურები ჩაიცვეს. მოსახლეობა ამბობდა, რომ კახი კალაძის გარდა, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან სასაუბროდ მზად იყვნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები