2 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილის განცხადება და ქართული შეფასება

ჩამოტვირთვა

კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ ლიდერი, რომ საქართველოში პუტინის ინტერესების დამცველია, ივანიშვილის განცხადებებით არაერთხელ დადასტურდა. ერთ ერთ ბოლო ინტერვიუში, რომელიც მან ფანგულ გამოცემა ფრანს პრესის ინგლისურენოვან ვერსიას მისცა, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოავლინა მისი არაკორექტულობა და ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ პუტინისადმი ყურმოჭრილი მონობა. ივანიშვილმა ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ,,პროფესიონალი მატყუარა’’ და ,,მამაძაღლი’’ უწოდა. როგორც "ფრანს პრესი" წერს, ოლიგარქი სააკაშვილს რუსეთთან ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს. "მე არ მინდა გავაკრიტიკო პუტინი, რადგან არ მინდა დავემსგავსო სააკაშვილს და ვაკრიტიკო დიდი ქვეყანა. ჩვენ გვექნება საუბარი რუსეთთან და მოვახდენთ ურთიერთობის ნორმალიზებას და არ მინდა ამის ხელშეშლა. როგორ უნდა ვაკრიტიკო პუტინი, როდესაც გვყავს სააკაშვილი", დასძენს ივანიშვილი ფრანს პრესსთან ინტერვიუში. ივანიშვილის ეს ინტერვიუ უკვე შეაფასეს საქართველოში. ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ოლიგარქის მხრიდან მსგავსი განცხადებები კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ივანიშვილი საქართველოში პრორუსული ინტერესების დაცვას ცდილობს. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე მიიჩნევს რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია დაშლის პირასაა, ხოლო მსგავსი სახის განცხადებები იმ ქვეყნის ინტერესების დაცვაა, რომელმაც საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ის ქუჩის აქციების მომხრეა. არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. საინტერესოა, კიდევ რამდენჯერ გააოცებს ივანიშვილი საზოგადოებას თავისი არაადეკვატური ბრალდებებით და შემდეგ საკუთარი სიტყვების უკან წაღებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები