პოლიტიკა
ივანიშვილი: „მე პუტინს არ ვაკრიტიკებ“
2012-09-14 12:06:33
ჩამოტვირთვა
ძაღლიშვილი და მატყუარა - ბიძინა ივანიშვილმა ამ ეპითეტებით მიხეილ სააკაშვილი ფრანს პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში მოიხსენია. ივანიშვილმა საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტოს განუცხადა: „მე პუტინს არ ვაკრიტიკებ იმიტომ, რომ არ მსურს დავემსგავსო სააკაშვილს, რომელიც დიდ ქვეყანას დაუპირისპირდა. ჩვენ გვექნება საუბარი რუსეთთან იმისათვის, რომ ურთიერთობები გავაუმჯობესოთ. რა უფლება გვაქვს გავაკრიტიკოთ პუტინი სააკაშვილის არსებობის პირობებში.“
გთავაზობთ კიდევ ერთ ფრაგმენტს ინტევიუდან: „სააკაშვილი ძაღლიშვილი და მატყუარაა, თითქოს, თავის დროზე ჩემი რჩევით გადადგა თანამდებობიდან. რეალურად კი ამის გაკეთება მას ამერიკელებმა აიძულეს.“
ფრანს პრესის ინფორმაციით, ივანიშვილი იმ შემთხვევაში თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ დააკმაყოფილებს, პროტესტით იმუქრება.
კომენტარები