2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გაყალბებული ციფრები, ანუ როგორ მოატყუა „ოცნებამ“ ხალხი

ჩამოტვირთვა

გერნამულმა ორგანიზაცია ,,ფორსამ’’ კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელიც, საქართველოს მასშტაბით, 17 აგვისტოდან 30 აგვისტომდე პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 2008 ადამიანი. კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას რესპონდენტთა 49 პროცენტი მისცემდა, მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობა 43 პროცენტით, ხოლო მესამეზე ქრისტიან დემოკრატები 6 პროცენტით. ფორსას მიერ გამოქვეყნებული კვლევის მონაცემები განსხვავდება სხვა კვლევითი ორგანიზაციების, მაგალითად, NDI-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებისაგან. ფორსასა და სხვა კვევითი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებს შორის ასეთი დიდი სხვაობის გამო, პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებმა ფორსას კვლევის სანდოობაში ეჭვი შეიტანეს. ორგანიზაციის პოლიტიკური განყოფილების დირექტორმა, პიტერ მატუშეკმა, მედიის მიერ დასმულ ვერცერთ შეკითხვას კონკეტული პასუხი ვერ გასცა. პიტერ მატუშეკი არ ასახელებდა, ვნ დაუკვეთა ფორსას კვლევის ჩატარება საქართველოში, თუმცა, მოგვიანებით, მან ჟურნალისტებთან აღიარა, რომ კვლევის დამკვეთი არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა სოციოლოგთა და ფსიქოლოგთა ასოციაცია“. აღნიშნული ასოციაციცია ეკუთვნის ზურაბ ბიგვავას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კარის სოციოლოგია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, მის მიერ დაქირავებული კვლევითი ორგანიზაცია „პენ შონ ბერლანდი“, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კვლევის გაყალბებული ციფრები გამოაქვეყნა. მონაცემები იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ „მეოცნებეებს“ სიცრუის გასასაღებლად ახალი კვლევის შედეგების გამოქვეყნება დასჭირდათ. ციფრების მანიპულირებისთვის მათ სწორედ გერმანულ კვლევით ორგანიზაცია ფორსას მიმართეს, რომელთანაც მოლაპარაკებები მაია ფანჯიკიძემ ითავა. „ფორსას“ პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში მათ შესახებ არავინ არაფერი იცის. თუმცა გერმანიაში ფორსა ცნობილია, როგორც პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტი. მის სახელთან არის დაკავშირებული, გერმანიაში, არაერთი კვლევის გაყალბება. პრესა.ჯიმ ფორსას შესახებ სკანდალური ინფორმაცია გუშინ გამოაქვეყნა. მასალები ინტერნეტგამოცემამ ვიკიპედიაზე დაყრდნობით მოამზადა. „ფორსას“ დამაარსებელი მანფრედ გულნერია. ორგანიზაციის შტაბბინა ბერლინში მდებარეობს. წლების განმავლობაში, მას არაერთი ბრალდება წაუყენეს. აქედან ყველაზე ცნობილი ფაქტია წინასაარჩევნო გამოკითხვების გაყალბება გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ. "ფორსას" მიერ გამოქვეყნებული შედეგები არ ემთხვეოდა სხვა კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. მანფრედ გულნერის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებში, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ კურსს იმაზე ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, ვიდრე სხვა კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებში აისახებოდა. 2002 წლის 6 სექტემბერს, მაინზის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესორმა, ჰანს მატიასმა, დაასახელა სამი კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც თავისუფალი იყო პოლიტიკური მიკერძოებულობისაგან. ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა "ფორსა". წინასაარჩევნო კვლევის შედეგების გაყალბების გარდა, ფორსას სახელს უკავშირდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ციფრებით მანიპულირება განათლების თემაზე. "ფორსას" სახელი უკავშირდება 2009 წელს გერმანიაში მომხდარ სარკინიგზო სკანდალსაც. კვლევითმა ორგანიზაციამ მონაცემები გერმანიის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის (Deutsche Bahn) სასარგებლოდ გააყალბა. ეს მცირე ჩამონათვალია იმ კომპრომატებისა, რომლებიც ფორსასთან არის დაკავშირებული. არჩევნებამდე რჩება 19 დღე. საინტერესოა, კიდევ რამდენ გამყალბებელ ორგანიზაციას გამოძებნიან „მეოცნებეები“, რომ ფალსიფიცირებული მონაცემებით, წინასაარჩევნოდ, გული დაიმშვიდონ და საზოგადოება კიდევ ერთხე შეცდომაში შეიყვანონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები