მსოფლიო
„ყველა მონაწილემ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები“
2012-09-12 17:43:26
ჩამოტვირთვა
პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ნება. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა პოლიტიკურ კანდიდატს და ძალას აქვს საშუალება, მიიღოს საარჩევნო პროცესში მონაწილეობა.
ურმას პაეტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება და იქნება ყველა პირობა არჩევნების დემოკრატიული ჩატარებისთვის.
"ყველა მოქალაქემ 1-ელ ოქტომბერს უნდა მიიღოს მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. შესაბამისად ეს არჩევანი უნდა გაკეთდეს იქიდან გამომდინარე, რა არის კარგი საქართველოსა და საქართველოს მომავლისთვის", - განაცხადა ურმას პაეტმა.
კომენტარები