2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ ლუკაშევიჩის განცხადებას გამოემხაურა

ჩამოტვირთვა

ნაციონალური მოძრაობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსი მინისტრის განცხადება პირდაპირ შიფრავს იმ მიზნებს ,რომლებიც რუსეთს საქარტველოსთან დაკავშირებით აქვს. პარტიის სახელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნული იყო რომ რუსეთის სურვილების შემსრულებლი დღეს საქართველოში კოალიცია ,,ქართული ოცნებაა „. შეგახსენებთ ,გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა, საქართველოში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოსვლა კონტრპროდუქტიული იქნებოდა. ლუკაშევიჩის თქმით, კარლ ბილდტი "არაბული რევოლუციების" მხურვალე მხარდამჭერი იყო და მისი მხრიდან ასეთი განცხადება, მისი აზრით, არათანამიმდევრულია. მან ასევე თქვა, რომ ბილდტი მალე მოსკოვში ჩამოვა და შვედ მინისტრს ამ თემაზე განმარტებებს მოთხოვენ. საქართველოში მმართველი გუნდი რუსეთის ამ განცხადებას საქარტველოს საგარეო პოლიტიკაში უხეშად ჩარევად აფასებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები