მსოფლიო
„ოცნების“ ჩაშლილი შეხვედრა სოფელ ღებში
2012-09-11 22:14:43
ჩამოტვირთვა
„ქართული ოცნების“ ონის მაჟორიტარობის კანდიდატის, გია ჯაფარიძის, სოფელ ღებში სტუმრობას მოსახლეობაში დაპირისპირება მოჰყვა. ღებელებმა ოცნების წევრებს შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ჯაფარიძესთან შეხვედრას მხოლოდ თბილისიდან ჩამოსული ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებსაც ღების ბედი საერთოდ არ აინტერესებთ.
„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, მოგვიანებით, მოსახლეობის დაწყნარება სცადა, რამაც ხალხი უფრო გააღიზიანა. ღებელებმა ჯაფარიძეს სოფელში ჩასვლა აუკრძალეს.
ჩვენთან საუბარში ყოფილმა მსახიობმა უარყო, რომ, წლების განმავლობაში, ივანიშვილი მას ხელფასს პირადად უხდიდა.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ივანიშვილმა ჯაფარიძე ონის მაჟორიტარობის კანდიდატად, მსახიობის უარის მიუხედავად, მუქარის გამოყენებით დაასახელა. ამის დასტურია ისიც, რომ ჯაფარიძე ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არ ეთანხმება და შეცდომად მიიჩნევს.
„ოცნების“ მაჟორიტარისთვის, რომელიც პარლამენტის წევრობის კანდიდატია, ტერმინი ,,პოლიტიკური გზავნილი'' უცხო აღმოჩნდა.
გია ჯაფარიძეს დღეს ღებელებმა კანდიდატურის მოხსნაც მოსთხოვეს. ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, „ოცნების“ წევრებმა ეგრეთწოდებულ შტაბში გადაინაცვლეს. მოგვიანებით, კი ,,პოლიტიკური გზავნილებით'' მათთან გია ჯაფარიძეც ავიდა.
კომენტარები