2 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში ნატოს სასწავლო წვრთნები იწყება

ჩამოტვირთვა

22-28 სექტემბერს საქართველოში ნატო-ს საერთაშორისო სწავლება "საქართველო2012" ჩატარდება. სწავლებები სტიქიურ უბედურებათა შედეგების ლიკვიდაციას ითვალისწინებს და მასში 30 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებაში მონაწილე 11 გუნდი 30 ქვეყნიდან ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს საშუალებას მისცემს პრაქტიკაში გამოსცადონ სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის დროს თანამშრომლობის, საგანგებო სიტუაციებში ურთიერთობის დეტალები. როგორც ქართველი ექსპერტები აღნიშნავენ, მსგავსი სწავლების ჩატარება საქარტველოში ძალიან მნიშვნელოვანია საკითხით დაინტერესებული პირები ამბობენ,რომ ნატოს დაგეგმილი წვრთნები არანაირ კავშირსი არარის და შინაარსით არც კი ჰგავს ,,კავკაზ 2012“,სადაც სამხედრო წვრთნას ჯარისკაცებთან ერთად გადიან სწავლებას გადიან სნაიპერებიც. წრთვნას კი რუსეთის მიერ გაწრთვნილი ისნტრუქტორები ატარებენ. სწავლების სცენარის მიხედვით, 20 სექტემბერს, 14:20 საათზე თბილისიდან სამხრეთით, 35 კმ-ზე მოხდება მიწისძვრა, რომლის პირობითი მაგნიტუდა 6,8 ბალი იქნება. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს დედაქალაქში მნიშვნელოვანი ნგრევა არ არის, ქალაქ რუსთავში, სადაც 100 ათას ადამიანზე მეტი ცხოვრობს, ჩნდება საშიშროება იქ არსებული ქიმიური ქარხნის, ფაბრიკების, სანავთობო ტერმინალისა და მაგისტრალების გამო. მაშველები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მიიღებენ მონაწილეობას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში, გადაარჩენენ ნანგრევებქვეშ მოყოლილ ადამიანებს, ასევე იზრუნებენ ტოქსიკური წერტილების გაუვნებელყოფაზე. მსგავსი ფართომასშტაბიანი სწავლებები ნატო-ს ეგიდით ყოველწლიურად ტარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები