მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარლ ბილდტის მოწოდებას ეხმაურება
2012-09-11 17:36:26
ჩამოტვირთვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარლ ბილდტის მოწოდებას ქართული ოპოზიციისადმი "უცნაურად" მიიჩნევს, - რუსული მედიის ცნობით , ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა. როგორც ლუკაშევიჩი აცხადებს, ქართული ოპოზიცია, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობაზე კარლ ბილდტმა საქართველოში ვიზიტისას გააფრთხილა.
მისივე თქმით, კარლ ბილდტის განცხადება 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე მოქალაქეების რეაქციის შეზღუდვას წარმოადგენს.
"ეს სიტყვები კი ისმის მინისტრისგან, რომელიც ცნობილია, როგორც "არაბული რევოლუციის" მხარდამჭერი. ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას. მცდელობა, შეიზღუდოს რეაქცია არჩევნებში დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე, სულ მცირე, შვედი მინისტრის შეხედულებების არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
როგორც ლუკაშევიჩი აცხადებს, უახლოეს პერიოდში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვევა და მოსთხოვენ პასუხს კითხვაზე, რას ემსახურება მისი "შერჩევითი წინააღმდეგობა ადამიანთა უფლებებისა და თვითგამოხატვისადმი".
კომენტარები