2 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლოპოტას ხეობაში დაკავებული ახმედ ჩატაევი დოკუ უმაროვის თანამოაზრე გამოდგა

ჩამოტვირთვა

ლოპოტას ხეობაში დაკავებული ახმედ ჩატაევი დოკუ უმაროვის თანამოაზრე იყო, - ამის შესახებ "ეხო კავკაზას" "კავკასიის იმარათის" ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის ძმამ, ახმედ უმაროვმა განუცხადა . მისივე ინფორმაციით, შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ახმედ ჩატაევი, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა ლოპოტას ხეობაში აიყვანეს, მძიმედ იყო დაჭრილი. კიდევ ერთ დაჭრილს ისევ ეძებენ. მისი ბედის შესახებ ჩემთვის უცნობია. რაც შეეხება ჩატაევს, მას უმაღლესი დონის სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს –, - აცხადებს ახმედ უმაროვი. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ ჩატაევმა ავსტრიაში დევნილის სტატუსი მიიღო. რუსეთის მოთხოვნით იგი ევროპაში რამდენჯერმე დააპატიმრეს, თუმცა ექსტრადირება მოსკოვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ შედგა. 2010 წელს ჩატაევი საქართველოში ჩამოვიდა და მეორე ცოლი შეირთო, რომელიც წარმოშობით პანკისის ხეობიდან იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან ახმეტ ჩატაევი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული იყო დაჭრილი, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ლოპოტას ხეობაში ძებნის ღონისძიებას განაგრძობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები