0 1 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„საოცნებო“ ფულზე გაყიდული იდეა

ჩამოტვირთვა

ონში, “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გია ჯაფარიძესა და ადგილობრივს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც ონელმა ქალბატონმა მას ივანიშვილის გამოსვლები შეახსენა, სადაც ოლიგარქი ირწმუნება, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯაფარიძემ იმ ხალხთან შეხვედრისას, რომელმაც აგვისტოს რუსული აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადა და 2008 წლის რუსული აგრესიის დროს ოჯახის წევრები დაკარგა, საკუთარი შეხედულება ვეღარ დამალა და ღიად განაცხადა, რომ ივანიშვილის ამ გამოსვლას შეცდომად მიიჩნევდა. გია ჯაფარიძე ერთადერთი არ არის, ვინც ივანიშვილის გვერდით მატერიალური სიმდიდრეების გამო დგას. მან იცის, რომ ოლიგარქი რუსული პოლიტიკის გატარებას ცდილობს და ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს. ამის მიუხედავად მაინც მისი პარტიის წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატია ონის რაიონში. როგორც ჩანს, ივანიშვილის ფული მხოლოდ ჯოჯოხეთს არ ანათებს... შეიძლება თუ არა ერთი მიზნისთვის იღვწოდეს ის პოლიტიკური გუნდი, სადაც იდეოლოგიური თანხმობა არ არსებობს. მითუმეტეს ისეთ ფუნდამენტურ საკითხში, როგორიც 2008 წლის რუსული აგრესიაა. აგრესია, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე და საქართველოსათვის თავდადებული ჯარისკაცები შეიწირა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები