მსოფლიო
თავისუფალი მედია თუ პროპგანდის ინსტრუმენტი
2012-09-10 19:11:26
ჩამოტვირთვა
თავისუფალი მედია თუ პროპაგანდის ინსტრუმენტი - ინფო 9 „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ე.წ. დამოუკიდებელი ჟურნალისტები ლიდერებზე არანაკლებ დემაგოგობენ და ცდილობენ მოქალაქეები ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციის უპირატესობაში დაარწმუნონ.
მასალა, რომელსაც ახლა კადრში ხედავთ, წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოშია გადაღებული. „ოცნების“ აქტივისტებს მოსახლეობამ მოღალატეები უწოდა. ადგილობრივებმა ოლიგარქის გუნდის წევრების მიმართ პროტესტის გამოსახატად სახლების წინ პრეზიდენტის პლაკატები გამოფინა.
სამეგრელოდან მოწოდებულ კადრებში ჩანს, რომ ინფო 9-ის აბაშელი კორესპონდნეტი ქეთი მიქაძე „ქართული ოცნების“ პროპაგანდას ეწევა. ჟურნალისტი ირწმუნება, რომ პოლიციისა და სასამართლოს რეფორმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა.
კომენტარები