0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართული ოცნება წინასაარჩევნო დებატებს არ სცნობს

ჩამოტვირთვა

კოალიცია "ქართული ოცნება" საზოგადოებრივ მაუწყებელზე გუშინდელ გამართულ დებატებს ხელოვნურად დადგმულს უწოდებს. პრესსპიკერის, მაია ფაჯიკიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის გუშინ გამართულi დებატები არარეალური იყო. ფანჯიკიძემ ლეიბორისტული და ქრისტიან დემოკრატიული პარტიები ხელისუფლების მხარდამჭერ პარტიებად გამოაცხადა. გუშინდელი დებატები მე არ მინახავს, თუმცა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შემიძლია ვთქვა, რომ მან ძალიან კომფორტულ გარემოში ჩაიარა და ერთმანეთის პირისპირ იდგნენ ძალები, რომლებიც რეალურად ერთ მხარეს წარმოადგენენ დასძინა ფანჯიკიძემ. ბიძინა ივანიშვილი კი ხელისუფლებას სთავაზობდა ნამდვილ, ცოცხალ დებატებს განაცხადა ფანჯიკიძემ ეს იმ ფონზე როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თავად განაცხადა უარი დებატებში მონაწილეობის მიღებაზე. გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატები შედგა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს - ვანო მერაბიშვილს, გიორგი თარგამაძესა და შალვა ნათელაშვილს შორის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები