0 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნატოზე უარის თქმა - ეს არის "ლეიბორისტული პარტიის"მთავარი დაპირება

ჩამოტვირთვა

ნატოზე უარის თქმა - ეს არის "ლეიბორისტული პარტიის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. როგორც ნათელაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში, დებატების დროს განაცხადა, უნდა გაიხსნას გზა რუსეთთან, რათა ქართველ გლეხს საკუთარი პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანის საშუალება მიეცეს. თუმცა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შეფასებით, ქართველი ხალხის ყველაზე დიდი ბედნიერება, დღევანდელი ხელისუფლების წასვლა იქნება. საქართველოსთვის მთავარი საფრთხე კი არა პუტინი და რუსეთი, არამედ საქართველოს ხელისუფლებაა, რომელიც ორიენტირებულია ნატოზე. მისი თქმით, ქვეყნიდან უნდა წავიდეს სააკაშვილი და უკან გაიყოლოს ივანიშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ისინი საბრალდებო სკამზე მოხვდნენ. ნათელაშვილის განცხადებით, ივანიშვილსა და სააკაშვილს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ, მას დებატებში ვერცერთი დაუჯდა, რადგან ამისთვის მზად არ არიან. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს ქვეყნის პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის სათქმელიც გააჟღერა, ნატოზე უარის თქმისა და მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების სახით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები