0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კალაძის გარემოცვამ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ჩამოტვირთვა

„ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება უკვე აღარავის უკვირს, თუმცა კახი კალაძე და მისი გარემოცვის წევრები ყველანაირ ზღვარს გასცდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კალაძე სამტრედიაში, სოფელ ბაშში, ადგილობრივი ბავშვების ფეხბურთის თამაშის საყურებლად უნდა ჩასულიყო, თუმცა ახალგაზრდები სოფელ ბაშში თავად ჩაიყვანა, ვინაიდან იქ ადგილობრივი არავინ დახვედრია. სოფელში „აიტივის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე, კალაძის მთელი გარემოცვა სრულ მზადყოფნაში იყო, რომ ჟურნალისტისა და ოპერატორისათვის როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინათ. „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომერს თან ახლდა თავისი მარჯვენა ხელი, ზაზა ადეიშვილი, რომელმაც აიტივის ჟურნალისტის წყობიდან გამოყვანა სცადა. მან აიტივის ჟურნალისტს აბსოლუტურად უარგუმენტო ბრალდება წაუყენა და პოსეიდონის მეძავი უწოდა. პოსეიდონი თბილისში ცნობილი საროსკიპო იყო. ჟურნალისტმა ადეიშვილს უთხრა, რომ იგივე წარმატებით, ეს უსაფუძვლო ბრალდება შეეძლოთ მისი ცოლის, დედის ან ოჯახის ნებისმიერი წევრისათვის წაეყენებინათ. საპასუხოდ, კალაძის მარჯვენა ხელმა ინტერნეტტელევიზიის წარმომადგენელს აგინა. ამ ფაქტს ივანიშვილის მედიასაშუალების ინფო 9-ის ჟურნალისტი შეესწრო. აიტივის ჟურნალისტმა კოლეგას მომხდარი ფაქტის შეფასება სთხოვა და ჰკითხა, რამდენად ნორმალურია, როდესაც პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანი და მისი გარემოცვა ჟურნალისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. წარუმატებელი წინასაარჩევნო კამპანიის გამო, კახა კალაძის გარემოცვა იმდენად სასოწარკვეთილია, რომ საკუთარი უსუსურობის დასაფარად, მისთვის მიუღებელი ჟურნალისტების შესახებ ბინძური ჭორების გავრცელებით არის დაკავებული. ზურაბ ადეიშვილის მიერ ჩადენილი ქმედება კანონით დასჯადია და 90-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეში სამართალდამცავი უწყებები ჯერ არ ჩართულან, თუმცა ჟურნალისტის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტი ყურადღების მიღმა არ დარჩება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები