0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გამართული დებატები არის დასტური იმისა, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა"

ჩამოტვირთვა

აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოპონენტების მოსმენის შემდეგ განაცადა, რომ მათი თამამი დაპირებები მოქმედი გუნდისა და ამჟამად არსებული ბიუჯეტის დამსახურებაა. "2003 წელს ასეთი დაპირებები უტოპია იქნებოდა. თუმცა დღეს ამის საშუალებას იძლევა საქართველოს ბიუჯეტი, რომელიც 2003 წლის შემდეგ 15-ჯერ გაიზარდა" - განაცხადა მერაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე დებატების დროს. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დღეს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართული დებატები არის დასტური იმისა, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა. როგორც დებატების დროს მერაბიშვილმა განაცხადა, მისი გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა და ახლა მოსახლეობა გადაწყვეტს ვის მისცემს ხმას. “დღეს გვქონდა საშუალება პირდაპირ მიგვემართა მოსახლეობისთვის, თუმცა ეს შანსი ზოგიერთმა არ გამოიყენა. მე მივმართავ მოქალაქეებს გააკეთონ არჩევანი იმის მიხედვით, თუ ვის აქვს ყველაზე კარგი პროგრამა და ვინ შეასრულებს ამ გეგმას. ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ წავალთ წინ და საქართველო რუსეთის ნაწილი არ გახდება”, - განაცხადა მერაბიშვილმა. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ახლო მომავალში მოსახლეობას კალენდარი დაურიგდება, რომელშიც ზუსტადაა გაწერილი რომელ დაპირებას როდის შეასრულებს ხელისუფლება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები