პოლიტიკა
,,ეს იყო ყველაზე მასშტაბური აქცია საქართველოს ისტორიაში’’
2012-09-09 00:22:38
ჩამოტვირთვა
,,ეს იყო ყველაზე მაშატაბური აქცია საქართველოს ისტორიაში’’- ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საქართველოს მაშტაბით ჩატარებულ ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიას.საარჩევნო აგიტაციის შემაჯამებელი ნაწილი თბილისში სპირტის სასახლეში შედგა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე,პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და ბოლოს შემაჯამებელი სიტყვით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ნაციონალური მოძრაობის წინა საარჩევნო კამპანიამ დღეს საქართველოს 11 ქალაქი მოიცვა.
წინასაარჩევნო პროგრამის გაცნობა ნაციონალურმა მოძრაობამ სამეგრელოდან დაიწყო, სადაც პრეზიდენტმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამასა და პრიორიტეტებზე ესაუბრა. შემდეგ პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებს ესტუმრნენ და მოსახლეობას კონკრეტულად გააცნეს ის გეგმები და ამოცანები რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.
კომენტარები