0 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ქართული ოცნება" მუქარის პოლიტიკას აგრძელებს

ჩამოტვირთვა

"ქართული ოცნების" მუქარის პოლიტიკა გრძელდება. ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ციხეში გამოკეტვით ემუქრება, ხოლო მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ღია მუქარას არ სჯერდებიან და პირდაპირ ფიზიკურ ზეწოლაზე გადადიან. დავით დარახველიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი გადამღები ჯგუფის დანახვა საერთოდ არ სურს და "აიტივის" ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჟურნალისტის მიერ დასმულმა იმ შეკითხვამ გააღიზიანა, რომელიც მისი გუბერნატორობის პერიოდში ორი სახერხი საამქროს თავის სიმამრზე მიყიდვას ეხებოდა. დარახველიძემ "აიტივის" შეკითხვას ფიზიკური შეურაცხყოფით უპასუხა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები