მსოფლიო
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა რაჭაში
2012-09-08 22:32:59
ჩამოტვირთვა
ამბროლაურში, ისევე როგორც საქართველოს 11 ქალაქში, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ფართომასშტაბიანი ყრილობა გამართა. როგორც დაანონსებული იყო, პროგრამა კულტურული ნაწილით გაიხსნა, პოლიტიკური ლიდერების გამოსვლამდე, ამბროლაურის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას ქართველმა მომღერლებმა უმღერეს.
კონცერტის დასრულების შემდეგ, კი სცენაზე მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი, დავით ბაქრაძე, გამოჩნდა...
ნაციონალების პირველმა ნომერმა მოსახლეობას, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პროგრამა ,,მეტი სარგებელი ხალხს'' წარუდგინა. ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, დასაქმება და სოფლის მეურნეობა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის შესახებაც დღეს ამბროლაურის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მრავალრიცხოვან მოსახლეობას დავით ბაქრაძემ ესაუბრა.
ბაქრაძის გარდა, რაჭა-ლეჩხუმს დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმაც, მიმართა. ჭიაბერაშვილის თქმით, ონის, ამბროლაურისა და ცაგერის მსგავსად, მომავალ წელს ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საავადმყოფო ლენტეხშიც აშენდება.
ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ყრილობას რაჭა-ლეჩხუმის სხვადასხვა სოფლიდან და რაიონიდან ჩამოსული ხალხი დაესწრო.
ნაციონალური მოძრაობის ყრილობას ამბროლაურში პოლიტიკურ ლიდერებთან და რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობასთან ერთად, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კომენტარები