მსოფლიო
„ქართული ოცნება“ ტყუილის პოლიტიკას არგძელებს
2012-09-08 18:25:23
ჩამოტვირთვა
ლენტეხში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჯგუფ „შინის“ კონცერტი უნდა გამართულიყო. მოსახლეობაში საინფორმაციო ბუკლეტები წინასწარ დარიგდა. ღონისძიება 5 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა იმ დროისათვის, სცენასთან რამდენიმე ორგანიზატორის გარდა არავინ მისულა - არც მაყურებელი ჩანდა და არც მომღერლები. კონცერტი 2 საათის დაგვიანებით დაიწყო და ლენტეხში „შინის“ ნაცვლად, აბსოლუტურად უცნობმა ჯგუფმა იმღერა. კონცერტს, დაახლოებით, 20 ცნობისმოყვარე თვალი აკვირდებოდა. წარმოდგენა რამდენიმე საათს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, დაახლოებით, 15 წუთში დასრულდა. ხალხის სიმცირით უკმაყოფილო ორგანიზატორები ირწმუნებოდნენ, რომ ლენტეხში სწორედ ამ უცნობ მომღერლებს უნდა ემღერათ. როგორც ჩანს, „ოცნება“ სიცრუის პოლიტიკას აგრძელებს. მოსახლეობას „შინის“ კონცერტის საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს, თუმცა სინამდვილეში ლენტეხში სულ სხვა ჯგუფი ჩაიყვანეს.
კომენტარები