0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მაკკეინი: „ამაყი ვარ, რომ სააკაშვილი ჩემი მეგობარია“

ჩამოტვირთვა

„მე ამაყი ვარ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია - ეს განცხადება ჯონ მაკკეინმა საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ გააკეთა. საქართველოში ყოფნის პერიოდში ჩვენ შევხვდით პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც მეგობრად მივიჩნევ და ვიცნობ როგორც შეერთებული შტატების მეგობარს. მე აღფრთოვანებული ვარ იმ ღირსშესანიშნავი პროგრესით, რომელსაც საქართველომ მისი ლიდერობის დროს მიაღწია. - ნათქვამია სენატორის განცხადებაში. მისი თქმით, სენატორების ვიზიტის მიზანი საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს მთავრობასა და მთავარ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა იყო. „ჩვენ ყველა შეხვედარზე განვმარტეთ, რომ შეერთებული შტატების ინტერესია საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.“ - ამბობს მაკკეინი. სენატორი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დააკვირდებიან სადამკვირვებლო მისიების მუშაობას და მათ მიერ გაკეთებულ დასკვნებს. სენატორები ყველა პარტიას მოუწოდებენ მიიღონ არჩევნების შედეგები მშვიდობიანად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები