მსოფლიო
" ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს 11 ქალაქში ყრილობას გამართავს
2012-09-08 11:18:08
ჩამოტვირთვა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეს, თბილისსა და საქართველოს 10 ქალაქში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყრილობას გამართავს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა , თბილსში ყრილობა სპორტის სასახლეში გაიმართება,
საქართველოს სხვა ქალაქებში შეხვედრები ღია ცის ქვეშ გაიმართება. ყრილობაზე მიწვეულები არიან სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები. "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერის ცნობით, ყველა ხარჯს პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდი გაიღებს და, შესაბამისად, აუდიტის სამსახურს გეგმიური ანგარიშის ფარგლებში წარუდგენენ.
სპორტის სასახლეში ყრილობა 19:00 საათზე დაიწყება.
ყრილობას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე.
კომენტარები