მსოფლიო
საქართველოში მიმდინარე ამბასადორიალი დასრულდა
2012-09-07 18:06:51
ჩამოტვირთვა
ორმხრივი დიპლომატიური, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები გაინიხილეს საქართველოში მიმდინარე ამბასადორიალის ბოლო დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. დღეს მოხსენებები გააკეთა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა დიმიტრი გვინდაძემ.
დღესვე შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნებში დიპლომატიური მისიით მყოფი ქართველი ელჩები რომლებმაც განიხილეს საქართველოს დიპლომატიური მისიები და ამოცანები უცხოეთში.
დღესვე ამბასადორიალს შემოუერთდა საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი.
ამბასადორიალის ფარგლებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს გენერაული მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ჯო ლიბერმანი. ასევე ლათინური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალი რანგის დიპლომატები. შეხვედრები სამი დღის განმავლობაში სასტუმრო რედისონში მიმდინარეობდა.
კომენტარები