მსოფლიო
რა გამოხმაურება მოყვა NDI-ის კვლევის შედეგებს?
2012-09-08 10:44:34
ჩამოტვირთვა
„ენ დი აის“ კვლევების მორიგი ანგარიში უკვე ცნობილია. კითხვაზე: ვის მისცემდით ხმას ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 37% პასუხობს, რომ ისინი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდნენ, 12% კი – „ქართულ ოცნებას“. ნავაროს თქმით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 18%-დან 12 %-მდე შემცირდა.
„ქართულმა ოცნებამ“, ენ დი აი -ს კვლევებთან დაკავშირებით, პოზიცია
უკვე არაერთხელ დააფიქსირა. პოლიტიკური კოალიციის მოსაზრება ამ შემთხვევაშიც არ იცვლება. „მეოცნებეები“ NDI-ის უნდობლობას უცხადებენ.
„ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ მხარს გამოკითხულთა 3% უჭერს. პარტიაში აცხადებენ, რომ კვლევები ერთი თვის წინ არის ჩატარებული და მას შემდეგ მონაცემები მკვეთრად იქნება შეცვლილი, რადგან არჩევნები დინამიკური პროცესია.
ენ დი აი-ს კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 3 % მხარს არცერთ პარტიას არ უჭერს, ხოლო 2% სხვა ოპოზიციურ პარტიებს ემხრობა.
წინა კვლევასთან შედარებით "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგმა 1%-ით მოიმატა. ჯამში მათ გამოკითხულთა 37% -ი უჭერს მხარს.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა 27% "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ასახელებს, 12% კი ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.
კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან - 12 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, 2038 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.
კომენტარები