მსოფლიო
ვანო მერაბიშვილის მოწონების მაჩვენებელმა 7%-ით მოიმატა
2012-09-08 10:44:33
ჩამოტვირთვა
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგები გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე „მოგწონთ თუ არა“, გამოკითხულთა 91% პატრიარქს ასახელებს, 62 %-ს ვანო მერაბიშვილი მოსწონს, მისი მოწონების მაჩვენებელმა 7%-ით მოიმატა, მიხეილ სააკაშვილს 61% ასახელებს, ბიძინა ივანიშვილს - 39%, მისმა რეიტინგმა 7%-ით დაიკლო.
ამავე გამოკითხვებით, მოსახლეობის 52%-ს გიგი უგულავა, 35%-ს დავით ბაქრაძე, ბაჩო ახალაია კი, 24%-ს მოსწონს.
კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი განწყობის გამოკითხვა საქართველოში 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა და პირდაპირი ინტერვიუს სახით 2038 ინტერვიუერი გამოიკითხა. შერჩევა შემთხვევითი პრინციპით მოხდა და კვლევის ცდომილება პლიუს-მინუს 3%-ია.
კომენტარები