0 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

NDI -ის მიხედვით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირდა

ჩამოტვირთვა

„ქართული ოცნების“ რეიტინგი 18-დან 12 პროცენტამდე შემცირდა - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ლუის ნავარომ განუცხადა. NDI-მ საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტომდე პერიოდში ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით 2038 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა. ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მედიას დღეს გააცნო. კვლევების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 37% მისცემდა ხმას, ხოლო „ქართულ ოცნებას“ 12%. რაც შეეხება „ქრისტიან დემოკრატებს“ აღნიშნულ კითხვაზე გამოკითხულთა 3% აცხადებს, რომ ისინი მხარს ქდმ-ს დაუჭერენ. არცერთ პარტიას - 3 % უჭერს მხარს, ხოლო 2% სხვა ოპოზიციურ პარტიებს ემხრობა. ამასთან აღნიშნულ კითხვაზე 22 % პასუხობს, რომ მათ პასუხი არ იციან, ხოლო კითხვაზე უარი თქვა 21 %.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები