0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ნაციონალური მოძრაობა“ – 35%, „ოცნება“ – 12%, „ქდმ“ – 3%

ჩამოტვირთვა

NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა : "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 37% ; "კოალიცია "ქართული ოცნება" - 12%; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 3%. არ ვიცი- 22%, არც ერთს-3%, პასუხზე უარი თქვა 16%-მა. ამასთან, წინა კვლევასთან შედარებით "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგმა 1%-ით მოიმატა, "ქართული ოცნების" რეიტინგმა კი - 6%-ით დაიკლო. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 31 ივლისიდან - 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2038 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). პარტიების რეიტინგების პრეზენტაცია NDI-მ დღეს გამართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები