პოლიტიკა
რატომ ცრუობს ბიძინა ივანიშვილი?
2012-09-07 14:46:16
ჩამოტვირთვა
ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის ზურგს უკან დგანან, ოლიგარქის მტკიცებით, უხუცესთა საბჭოს წევრები არიან. სწორედ ასე წარუდგინა ისინი მხარდამჭერებს ლენტეხსა და ცაგერში გამართული შეხვედრების დროს. თუმცა როგორც გაირკვა, სინამდვილეში, ამ ხალხს „ქართული ოცნების“ უხუცესთა საბჭოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათი ერთადერთი მოვალეობა ივანიშვილის ზურგს უკან დგომა იყო. ამის შესახებ „აიტივის“ ბონდო ლიპარტელიანმა განუცხადა, რომელიც ერთერთია იმათ შორის, ვისაც ოლიგარქმა უხუცესთა საბჭოს წევრობა დააბრალა. ლიპარტელიანი თქმით, სცენაზე დგომა არ სურდა, თუმცა დაავალეს, რომ ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა.
კომენტარები