მსოფლიო
ვანდალური „ოცნება“ - აიტივის ფარული ვიდეოჩანაწერი
2012-09-07 11:08:50
ჩამოტვირთვა
ეს აიტივის მიერ ფარულად გადაღებული კადრებია. ვიდეომასალაში ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ქარელში ნაციონალური მოძრაობის სარეკლამო პოსტერებს ანადგურებენ. „მეოცნებეებს“ საქმის დასრულების შემდეგ, ავტომობილი აკითხავს, რომელშიც სწრაფად სხდებიან და ტერიტორიას ტოვებენ. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ ქარელის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, გიორგი ბერუაშვილი და დიმიტრი ყიფიანი.
გიორგი ბერუაშვილი და დიმიტრი ყიფიანი ქარელში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე გამოჩნდნენ. „აიტივი“ შეეცადა, მათი კომენტარები ჩაეწერა, თუმცა ივანიშვილის მხარდამჭერები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის პოსტერებს უშიშრად და დიდი მონდომებით ანადგურებდნენ, ჟურნალისტის შეკითხვებს არ უპასუხეს.
მიკროფონსა და კამერას გაქცეული აქტივისტები აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა შეიფარეს. მათ აიტივის ჟურნალისტს გზა გადაუღობეს და „ოცნების“ წევრთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის განცხადებით, ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ კონკურენტის საარჩევნო პოსტერების განადგურება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. როგორც კახა კოჟორიძე ამბობს, საქმე ეხება სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას, რაც კანონმდელობით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ქართული ოცნება“ წარუმატებელ წინასაარჩევნო კამპანიას, როგორც ჩანს, ვანდალური მეთოდების გამოყენებით განაგრძობს. პოლიტიკური კოალიციის ლიდერი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეებს ემუქრება, ხოლო მისი აქტივისტები კონკურენტი პარტიის ქონებას განზრახ აზიანებენ.
აგებენ თუ არა პასუხის კანონის წინაშე „ოცნების“ მხარდამჭერები მას შემდეგ გაირკვევა, რაც აღნიშნული ფაქტით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან.
კომენტარები