0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"საქართველო ნატო-ს წევრი გახდება"

ჩამოტვირთვა

"ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო მოკლევადიან ისტორიულ პერსპექტივაში ნატო-ს წევრი გახდება".ასეთი შეფასება მისცა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის ვიზიტს რომელიც თბილისში სპეციალურად ამბასადორიალში მონაწილეობის მისაღებად დღეს ჩამოვიდა. მეორე სამუშაო დღის ფარგლებში, ამბასადორიალს სიტყვით მიმართა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ექტორ ტიმერმანის განცხადებით ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მასთან არამარტო დიპლომატიურ არამედ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. ,,არგენტინა და საქართველო ითანამშრომლებენ ტურიზმის, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის და განათლების სფეროებში დასძინა ტიმერმანმა. ამბასადორიალის მეორე დღეს მოხსენებები გააკეთეს საქართველოს სხვადასხავა სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა. ამბასადორიალის მეორე დღე, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემატიკას დაეთმო. ასევე საგარეო კუთხით არსებულ გამოწვევებს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები