მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილმა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი სასახლეში მიიღო
2012-09-06 17:04:52
ჩამოტვირთვა
მიხეილ სააკაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს ისტორიული ვიზიტია, რადგან მსოფლიოს ამ კუთხიდან საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არავინ ყოფილა. შეხვედრისას, მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთობის გაღრმავების თაობაზეც იმსჯელეს. როგორც ჰექტორ ტიმერმანმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალია სხვადასხვა სფეროებში, კერძოდ კი, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
შეხვედრისას, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
კომენტარები