მსოფლიო
გრიგოლ ვაშაძე არგენტინელ კოლეგას შეხვდა
2012-09-06 13:57:27
ჩამოტვირთვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ამბასადორიალის ფარგლებში, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველო და არგენტინა ორმხრივ ურთიერთობებს იწყებენ. მისი თქმით, საქართველო ლათინური ამერიკის ქვეყნებთან განათლების, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებშიც ითანამშრომლებს.
თბილისში, სასტუმრო “რედისონში" ამბასადორიალი უკვე მეორე დღეა გრძელდება. დღეს შეხვედრების პირველი ნაწილი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე საუბარს დაეთმობა.
ასევე განიხილება, თუ როგორ უნდა იმუშაონ ქართველმა დიპლომატებმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ მიმართულებით.
კომენტარები