პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ყვარლის საავადმყოფოს ესტუმრა
2012-09-06 13:01:43
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი ყვარლის საავადმყოფოს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი მომსახურე პერსონალს გაესაუბრა და ის პაციენტებიც მოინახულა, რომლებმაც უკვე ისარგებლეს სახელმწიფო დაზღვევით. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელობაზე გაამახვილა და მომსახურების პირობებითაც დაინტერესდა. პრეზიდენტის განცხადებით, ხარისხიანი ჯანდაცვა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და აუცილებელია, რომ დაზღვევის საბაზისო პაკეტით სარგებლობა თითოეულ მათგანს შეეძლოს.
კომენტარები