პოლიტიკა
ამბასადორიალის პირველი დღე დასრულდა
2012-09-05 21:31:06
ჩამოტვირთვა
სასტუმრო რედისონში მიმდინარე ამბასადორიალის პირველი ოპიციალური დღე დასრულდა. საქართველოში ვიზიტატ მყოფიმა სახვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები კერძოდ, უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის ამოცანები, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების პროცესი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
სინქ: დიმიტრი შაშკინი
წელს ამბასადორიალი განსაკუთრებით გამოირჩევა მაღალი რანგის დიპლომატების სტუმრობით. მის ფარგლებში თბილისში პარტნიორი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ. ხვალ კი შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანი და ამერიკელი სენატორები შეუერთდებიან.
ღონისძიების ფარგლებში უცხოელი დიპლომატები აღმასრულებელი ხელისუფლებსი წარმომადგენლებს და საქართველსო პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.
კომენტარები