მსოფლიო
NDI: “ივანიშვილის მოწოდებას მოსახლეობის 62% მხარს არ უჭერს”
2012-09-05 16:08:28
ჩამოტვირთვა
არჩევნების შემდგომ, ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას რესპონდენტთა 62% მხარს არ დაუჭერს. აღნიშნული შედეგი დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ გახდა ცნობილი. (NDI)-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული რესპოდენტების უმრავლესობამ კითხვაზე "დაუჭერენ თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას, რომ არჩევნების შემდგომ ქუჩის საპროტესტო აქციები გაიმართოს ? გამოკითხულთა 62%-მა უარყოფითად უპასუხა.
ამასთან, კვლევაში გაზომილია საზოგადოების განწყობა ბიძინა ივანიშვილის გეგმასთან დაკავშირებით. შედეგების მიხედვით, 22% ივანიშვილის გეგმის შესახებ ინფორმირებულია, 66% -ს კი, მის შესახებ არ სმენია. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები წარუდგენა
თემაზე - "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
კომენტარები