მსოფლიო
ნატოს ყოველწლიური ამბასადორიალი თბილისში
2012-09-05 16:07:19
ჩამოტვირთვა
თბილისში ყოველწლიური ამბასადორიალი დაიწყო. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გახსნა.
ერთი საათის წინ შეხვედრის პირველი ნაწილი დასრულდა. მასზე უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის ამოცანები, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების პროცესი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
ამბასადორიალი წელს განსაკუთრებით წარმომადგენლობითია. მის ფარგლებში ჩვენ ქვეყანაში პარტნიორი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ. ხვალ კი შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანი და ამერიკელი სენატორები შეუერთდებიან.
დიპლომატიური წარმომადგენლობების ყოველწლიური შეხვედრა 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და მიზნები განიხილება.
საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის დიპლომატები ამბასადორიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ, შეხვდებიან ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
კომენტარები