პოლიტიკა
NDI-ის კვლევის შედეგების პრეზენტაცია
2012-09-05 15:20:51
ჩამოტვირთვა
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტიმა (NDI)-იმ მედიას დღეს საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები წარუდგენა
თემაზე - "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
კვლევის თანახმთ მოსახლეობისთვის სამ უმთავრეს პრიორიტეტს სამუშაო ადგოილები, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს. კვლევა ამა წლის 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, პირისპირ ინტერვიუს შერჩევის საფუძველზე ჩატარდა და 2038 რესპოდენტი გამოიკითხა. მასში ასახულია მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მიმართ. პრეზენტაციაზე, რომელიც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა, მხოლოდ მედიასაშუალებები იყო მიწვეული.
კომენტარები