0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მერაბ ჯანელიძის შეხვედრა ამომრჩეველთან

ჩამოტვირთვა

საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო მარათონი გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამტრედიაში, მერაბ ჯანელიძე, დღეს მოსახლეობას შეხვდა. სამტრედიელებს საყვარელი ექიმი პოლიტიკოსის ამპლუაში მოევლინა, რამაც იქ შეკრებილები ძალიან გაახარა. ჯანელიძის კონკურენტ კალაძის წინასაარჩევნო კამპანიისგან განსხვავებით, დღევანდელმა შეხვედრამ ყოველგვარი ექსცესის გარეშე ჩაიარა. მოსახლეობამ აიტივისთან საუბარში აღნიშნა, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენამდე, ექიმი ჯანელიძე თითოეულ მათგანს ეხმარებოდა და იმედი აქვთ, რომ მომავალშიც ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ხალხისთვის. „ოცნების“ ნომერ პირველ კანდიდატად დასახელებული კალაძისგან განსხვავებით, ჯანელიძე ხალხთან შესახვედრად დაცვის გარეშე მივიდა. მოსახლეობა მისგან დაპირებებს არ ითხოვდა, ვინაიდან ხალხი მერაბ ჯანელიძეს ენდობა და სჯერა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათ დაეხმარება. მერაბ ჯანელიძესთან ერთად, შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი, ლადო ვარძელაშვილიც დაესწრო. მისმა გამოჩენამ სამტრედიელი ახალგაზრდები ძალიან გაახარა. მოზარდებმა მინისტრთან სპორტის სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს. სამტრედიელმა ახალგაზრდებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ მიუხედავად ფეხბურთისადმი მათი დიდი ინტერესისა, კალაძე ამ სფეროში არასდროს დახმარებია. ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა, რომ კულაშში ახალი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს და თანამედროვე საფეხბურთო მოედანი მალე გომელებსაც ექნებათ. დღევანდელი შეხვედრა არ იყო პომპეზური. ეს იყო შეხვედრა ხალისათვის საყვარელ ექიმთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს სამტრედიაში იყრის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები