0 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„თრიალეთი“ „ინფო-9“-ს საინფორმაციო სამსახურის პარალიზებაში ადანაშაულებს

ჩამოტვირთვა

ტელეკომპანია „თრიალეთი“ „ინფო-9“-ას საინფორმაციო სამსახურის პარალიზებაში ადანაშაულებს. „თრიალეთის“ საინფორმაციო გამოშვება დღეიდან გაურკვეველი ვადით გაჩერდა. მიზეზი კი საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის მიერ კადრების სისტემატიური გადაბირება გახდა. ამის შესახებ ტელეკომპანიამ განცხადება საკუთარ ვებ-გვერდზე გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია რომ „თრიალეთის“ ადმინისტრაციამ რამდენჯერმე საქმის კურსში ჩააყენა „ინფო 9“-ის ხელმძღვანელობა და პირადად ლუბა ელიაშვილიც. მიუხედავად ელიაშვილის დაპირებისა, რომ “თრიალეთის“ თანამშრომლებს არ წაიყვანდნენ და ამით ხელს არ შეუშლიდნენ ტელევიზიის მუშაობას, მოხდა „თრიალეთის“ 9 ჟურნალისტის და ოპერატორის წაყვანა, რამაც გამოიწვია საინფორმაციოს გაჩერება.სამწუხაროა, რომ „თრიალეთის“ საინფორმაციო გამოშვების შეჩერების მიზეზი სწორედ ის ორგანიზაცია გახდა, რომელთანაც კოლეგიალური ურთიერთობა გვქონდა. ვფიქრობთ რომ „ინფო-9“-ის ასეთი დამოკიდებულება არ არის სასარგებლო თავისუფალი მედიის განვითარებისთვის, იმ დროს, როცა „თრიალეთის“ ობიექტური და აქტიური მუშაობა ყოველი ადამიანის ინტერესებში უნდა შედიოდეს, ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები