0 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კალაძე ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს?

ჩამოტვირთვა

დააფინანსა თუ არა კახა კალაძემ სამტრედიელი ვალერიან ბალანჩივაძე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა ესაჭიროებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პირველ ნომრად დასახელებულმა კანდიდატმა, მის მხარდამჭერს, მკურნალობის ხარჯების დასაფარად, 700 ლარი გადასცა და დაარიგა, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა. „აიტივი“ ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა. ჟურნალისტმა, სამედიცინო დაწესებულებაში ბატონი ვალერიანი მოინახულა და ფარულად ჩაწერა. პალატაში შესვლისთანავე, მან ჩართული ვიდეოკამერა შენიშნა და ჟურნალისტის მიმართ აგრესია გამოამჟღავნა. ამიტომ მაშინვე უარყო, რომ კახა კალაძემ მისი მკურნალობის ხარჯები დაფარა. მიუხედავად ამისა, აიტივისთან საუბარში ვალერიან ბალანჩივაძემ მაინც დადასტურა, რომ კახა კალაძესთან ახლო ურთიერთობა აქვს და ტელეფონით ხშირად ესაუბრება. პაციენტმა ისიც აღნიშნა, რომ მკურნალობისათვის საჭირო თანხის გადახდა თავადაც შეუძლია და კალაძის დახმარება არ სჭირდება. ვალერიან ბალანჩივაძისა და კალაძის მჭიდრო ურთიერთობაზე ისიც მიუთითებს, რომ „აიტივის“ ჟურნალისტთან საუბრის დროს, პაციენტმა კალაძეს რამდენჯერმე დაურეკა. მართალია, ბალანჩივაძემ უარყო, რომ მკურნალობის ხარჯების დასაფარად კალაძემ 700 ლარი მისცა, მაგრამ კალაძესთან პაციენტის ახლო ურთიერთობა ეჭვს აჩენს. ეხება თუ არა საქმე ამომრჩევლის მოსყიდვას? ცდილობს თუ არა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი მხარდამჭერების ხმების მოპოვებას ფულით? ამ შეკითხვებს პასუხი, ალბათ, მაშინ გაეცემა, როდესაც აღნიშნული ფაქტით ოფიციალური სტრუქტურები დაინტერესდებიან. ქართული კანონმდებლობით, აკრძალულია ამომრჩევლის მოსყიდვა, რაც გულისხმობს ფულადი სახსრების ან სხვა სერვისის მოწოდებას ამომრჩევლისთვის პოლიტიკური მიზნით, როგორც პირდაპირ, ისე - არაპირდაპირ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები