0 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი ჩამოდის

ჩამოტვირთვა

აშშ-ის ახალ ელჩს, რიჩარდ ნორლანდს თბილისში ხვალისთვის ელოდებიან. რიჩარდ ნორლანდმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯონ ბასი შეცვალა. ნორლანდი ამ პოსტზე ამერიკის სენატმა 29 მარტს დაამტკიცა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ამერიკის მომავალი ელჩის ფიცის დადების ცერემონიას 27 ივლისს უმასპინძლა. მან ამერიკის კონსტიტუციის დაცვის პირობა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რუთ ბეიდერს მისცა. ამერიკის ახალმა ელჩმა ფიცის დადების შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოში მიღწეულია პროგრესი 90-იანი წლების ნგრევისა და კონფლიქტების შემდეგ, რომელსაც ის ასე კარგად იცნობს. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას ამ პოსტზე წარდგენისა და დამტკიცების დროს გამოხატული ნდობისთვის. "მოუთმენლად ველოდები ჩასვლას საქართველოში – ულამაზეს ქვეყანაში, რომელსაც საუცხოო წარსული და იმედის მომცემი მომავალი აქვს",-აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები