მსოფლიო
ლოპოტასთან ლიკვიდირებულ მებრძოლთა შორის ზაკაევის პირადი მცველი იყო
2012-09-04 13:22:19
ჩამოტვირთვა
ლოპოტას სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ მებრძოლებს შორის ერთი აჰმედ ზაკაევის პირადი მცველი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კომერსანტში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ დუკვახა დუშოევი იმ თერთმეტ მებრძოლს შორის იყო, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთი გადაკვეთეს და ქართულ სოფელში მძევლები აიყვანეს. კომერსანტი წერს, რომ 44 წლის დუშოევი ამ დაჯგუფების ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად მიიჩენვა. 2003 წელს ის აჰმედ ზაკაევის ექსტრადირების პროცესშიც მონაწილეობდა, რომელსაც ლონდონის სასამართლო რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით იხილავდა.
კომენტარები