პოლიტიკა
6 სექტემბერს თბილისს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა
2012-09-03 16:13:07
ჩამოტვირთვა
6 სექტემბერს თბილისს ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფონ რასმუსენი ეწვევა, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი ერთდღიანია. ეს იქნება რასმუსენის მესამე ვიზიტი, რაც, მინისტრის მოადგილის თქმით, ნიშნავს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა სულ უფრო ღრმავდება.
რასმუსენი შეხვდება საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში და დიპლომატების წინაშე სიტყვითაც გამოვა.
რასმუსენი შეხვდება, ასევე, ქართულ ბატალიონს, რომელიც ავღანეთში გაემგზავრება.
კომენტარები