0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შს სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებულ ბოევიკთა ვინაობა დაასახელა

ჩამოტვირთვა

შს სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის შესახებ. ცხედრების ექსპერტიზის, დათვალიერებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა 11 ლიკვიდირებული პირიდან 7 ცხედრის ვინაობის დაზუსტება. იდენტიფიცირებული 7 ცხედრიდან 2 არის საქართველოს მოქალაქე. • ასლან მარგოშვილი დაბადებული 1990 წლის 28 ივნისს • ბაჰაუდინ ქავთარაშვილი დაბადების თარიღი 1986 წლის 7 თებერვალს 5 ცხედარი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან, აქედან ერთ-ერთი ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი არის დაბადებული გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში. დანარჩენი იდენტიფიცირებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან: • დუკვახა დოშუევი დაბადების თარიღი:19/01/1968 დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ. ვეგენო • სალამ ზაურბეკოვი დაბადების თარიღი: 14/12/1991 დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ.გროზნო • ხაშიევ ჯაბრაილი დაბადების თარიღი: 24/01/1989 დაბადების ადგილი: ინგუშეთი • მუსა ადუევი დაბადების თარიღი: 28/03/1981 დაბადების ადგილი: ქ. გროზნო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები