0 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შსს-მ ქუთაისის პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავა

ჩამოტვირთვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დაკავებული იქნა შს სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ყოფილი უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი გელა გივის ძე გოშაძე. გელა გოშაძემ ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში მუშაობის პერიოდში მიიღო დანაშაულის შესახებ შეტყობინება, რაზეც არ მოახდინა რეაგირება და დამალა დანაშაული. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციააწარმოებს. მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები