მსოფლიო
გოგა ხაჩიძემ თანამდებობა დატოვა
2012-09-01 17:11:53
ჩამოტვირთვა
გოგა ხაჩიძემ გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობდა დატოვა და კენჭს ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით იყრის. მისი ადგილი გიორგი ზედგინიძემ დაიკავა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ხაჩიძემ ფეისბუქ გვერდის საშუალებით გაავრცელა.
„ჩემო ძვირფასო ფრენდებო!
1. მე აღარ ვარ გარემოს დაცვის მინისტრი.
2. ვაპირებ ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით პარლამენტში შესვლას.
3. სიაში ვარ 32-ე (3+2=5)
4. გარემოს დაცვის ახალი მინისტრია გიორგი ზედგინიძე. ჩემის აზრით (და არა მხოლოდ) საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
5. წარმატებებს ვუსურვებ გარემოს დაცვის სამინისტროს და ნაციონალურ მოძრაობას!
პატივისცემით: გოგა ხაჩიძე :)“
კომენტარები