მსოფლიო
ცესკო ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება
2012-09-01 17:03:06
ჩამოტვირთვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც კოალიცია “ქართული ოცნების" ლიდერმა 31 აგვისტოს მე-9 არხის გადაცემაში გააკეთა.
გადაცემაში “მთვარი კითხვა” ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ "პირველ ოქტომბერს ცესკო-ს შენობა დაიხურება ერთი საათით ან ორი საათით. შეაჩერებენ, როგორც წინა არჩევნებზე შეაჩერეს, გადაწერენ უწყისებს, გამოყრიან ჩვენი კომისიის წევრებს და ასე შემდგომ და გამოიტანენ და დადებენ შედეგებს".
ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ამგვარი განცხადებები საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობას იწვევს და აუარესებს საარჩევნო გარემოს.
ცესკო სთავაზობს ბიძინა ივანიშვილს, მომავალში გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ორშაბათს, სამ სექტემბერს მივიდეს საარჩევნო კომისიაში და ადმინისტრაციის საქმიანობას პირადად გაეცნოს.
კომენტარები