პოლიტიკა
თბილისის მერიის სპეციალური განცხადება
2012-09-01 14:19:40
ჩამოტვირთვა
თბილისის მერიამ, კოალიცია ქართულ ოცნებას, 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე მანიფესტაციის გამართვის უფლება მისცა, ამის შესახებ მერიიის პრეს-სპიკერმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
ამასთან, თბილისის მერია 23 სექტემბერს, თავისუფლების მოედანზე ბერა ივანიშვილის კონცერტის გამართვას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ამის მიზეზად კი, მერია ტრანსპორტის მოძრაობის შეფარხებას ასახელებს და განმარტავს, რომ ბერა ივანიშვილს შეუძლია, კონცერტის ჩასატარებლად გამოიყენოს ნებისმიერი ადგილი, სადაც კონცერტის გამართვით ტრანსპორტის მოძრაობა არ შეიზღუდება.
კომენტარები