პოლიტიკა
საარჩევნო სიების პრეზენტაცია და პარტიების პირველი ნომრები
2012-08-31 18:24:02
ჩამოტვირთვა
ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე, ცესკოში რამდენიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა საარჩევნო სიები წარადგინა.
„ახალი მემარჯვენეები“ - დან საარჩევნი სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი დავით გამყრელიძე იქნება. საპარლამენტო არჩევნებისათვის ახალი მემარჯვენეების ერთიანი პარტიული სია ცესკო-ში დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ წარადგინა. მისი თქმით, 149 კაციან პროპორციული სიაში 30%-ი ქალები არიან.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, 200 კაციანი პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კალაძე, ხოლო მეორე - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძეა. მესამე ნომრად „თავისუფალი დემოკრატების „ ლიდერი ირაკლი ალასანიაა დასახელებული.
პარტიული სია წარადგინა „ქართულმა დასმაც„. „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასის" სიის პირველი ნომერი ჯონდი ბაღათურია, მეორე კი პოლიტიკური გაერთიანება "განახლებული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნანა გულუა იქნება. პარტიამ 173-კაციანი პროპორციული სია წარადგინა. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ისინი 37 საარჩევნო ოლქში ჰყავთ წარდგენილი.
მოძრაობა „სამართლიანო საქართველოსთვის“ - წევრების პარტიულ სიაში პირველი ნომერი - თამარ ჯუღელი, ხოლო პრემიერ მინისტრობის კანდიდატი -სერგო ჯავახიძე იქნება. თამარ ჯუღელის განცხადებით, მათ ცესკოში 129 კაციანი პროპორციული სია წარადგინეს. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ისინი 50- მდე ოლქში ჰყავთ წარდგენილი.
პოლიტიკურ სუბიექტებს განაცხადის შეტანის ვადა ხვალ 18 საათზე ეწურებათ. ვადის ამოწურვის შემდეგ კი ცესკოს სიების განსახილველად და რეგისტრაციაში გასატარებლად დრო 6 სექტემბრამდე აქვს.
კომენტარები