0 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არჩილ ჩოხელი - სამშობლოს შეწირული გმირი

ჩამოტვირთვა

ლაფანყურთან დაცემული კიდევ ერთი გმირის ამბავი... გმირისა, რომლის დაღუპვამ ჩოხელების ოჯახს თავს დიდი ტრაგედია დაატეხა. საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს შსს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი, ვეტერანი სამბისტი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი არჩილ ჩოხელი დაიღუპა. გმირი, რომელმაც სამშობლოს შესწირა თავი. არჩილ ჩოხელი 1971 წლის 23 მაისს მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში დაიბადა. იყო მსოფლიოს ჩემპიონი, ორგზის მეორე და ექვსგზის მესამე პრიზიორი, მსოფლიოს თასის მფლობელი და მეორე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი, მეორე და ექვსგზის მესამე პრიზიორი. ღირსების ორდენის კავალერი. 4 თვის წინ კი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა არ დასცალდა და 41 წლის ასაკში მემკვიდრის გარეშე წავიდა ამ ქვეყნიდან. ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრებისთვის არჩილ ჩოხელი მოუნელებელი ტკივილია, ტკივილი რომელიც ვერასოდეს მოშუშდება. საქართველო-რუსეთის საზღვართან ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი ქართველი სპეცრაზმელი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან შს სამინისტროს თანამშრომელი სოლომონ წიკლაური და სამხედრო ექიმი, კაპრალი, 34 წლის ვლადიმერ ხვედელიძე. ადამიანები, რომელთა სახელები იმ გმირთა ნუსხას შეემატება, რომლებმაც სამშობლოს ანაცვალეს თავი. ისინი ხომ საკუთარი ქვეყნისთვის დაცემული გმირები არიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები